მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო "მევენახეობის კოოპერატივებისთვის" გრანტების გაცემას იწყებს

5abb993f82900
მარი როჭიკაშვილი
28.03.18 19:00
1033
სახელმწიფო "მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების" ხელშემწყობ პროგრამას იწყებს, რაზეც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

როგორც bm.ge-ს კოოპერატივების განვითარების სააგენტოში განუცხადეს, აპრილის დასაწყისში პროგრამით დაინტერესებული “მევენახეობის კოოპერატივების” ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და თვის ბოლოსთვის გაირკვევა ვინ მიიღებს სახელმწიფო დახმარებას. პირობების მიხედვით, კოოპერატივში უნდა იყოს 20 მეპაიე და ასევე საკუთრებაში ჰქონდეთ 20 ჰექტარი გაშენებული ვენახი.

"ეს არ იქნება კონკურსი, ვინც კი დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ყველას მიეცემა შანსი პროექტში ჩრთვის. მათ ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა, 100%-იანი გრანტის სახით გადაეცემათ. კოოპერატივებისთვის საჭირო თანამონაწილეობა კი გულისხმობს, იმ შენობის აშენებას, სადაც აღნიშნული მოწყობილობა განთავსდება", - აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტომ პროგრამა სატესტო რეჟიმში გასულ წელსაც განახორციელა, სადაც 3 -მა კოოპერატივმა მიიღო შესაბამისი დანადგარები. რაზეც მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 80-მდე კოოპერატივია, რომელიც მევენახეობის მიმართულებით საქმიანობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები