პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ სახელმწიფო 55 ათას კომპიუტერს შეიძენს. "საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების“ სააგენტომ შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. წინასწარი შეფასებით ე.წ. "ლეპტოპების შეძენაზე 23 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს. შემსყიდველის პირობით, გამარჯვებულმა 12 000 ცალი კომპიუტერი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 მაისის ჩათვლით, 43 050 ცალი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 ივლისის ჩათვლით უნდა მიაწოდოს. კომპიუტერებზე ასევე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 1 წლიანი გარანტია, რა პერიოდშიც მომწოდებელი ვალდებული იქნება წუნდებული ნივთი საკუთარი ხარჯით შეცვალოს.
სატენდერო წინადადებების წარდგენა დაინტერესებულმა კომპანიებმა 16 მარტიდან უნდა დაიწყონ

























