"სახელმწიფო ქონება და სახელმწიფო მართვის სისტემა ყველა ხელისუფლების პირობებში ჩაკეტილ და გაუმჭვირვალე გაერთიანებად ჩამოყალიბდა, რომელიც შორს არის სისტემური მიდგომისგან“, - განაცხადა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას იურისტმა ლევან ალაფიშვილმა. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია რკინიგზის და გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიების მიერ 2 მილიონის ღირებულების ავტომობილების შესყიდვა უსაფრთხოების სამსახურისთვის.
"ეს სისტემა დღეს თუ ხვალ სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს. სახელმწიფო არის ყევლაზე ცუდი მენეჯერი ბიზნესში, სახელმწიფო მმართველობის საბოლოო მიზანი არაა მოგების მიღება.
შესაბამისად ეს უნდა გაითავისოს ახალმა მთავრობამ და დაიწყოს პროცესი სისტემური მოწესრიგებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ იქნება კორუფციული რისკები, პრემიები, დასაქმება და ა.შ. და ბოლოს ყველაზე დიდი მოთამაშე ბიზნესში იქნება სახლემწიფო, ყველაზე დიდი დამსაქმებელიც იქნება სახელმწიფო“, - აცხადებს ალაფიშვილი. რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების პროცესს, ალაფიშვილის განცხადებით, პროცესი არც სწრაფია არც გამჭვირვალე.
"სახელმწიფო არაკეთილსინდისიერი მენეჯერი გამოდის. ის აყოვნებს განცხადების შეტანასაც კი რადგან გაკოტრებულ საწარმოს კრედიტორებს და მათ ინტერესებს ანაცვალებს. ყველა საწარმოს მიმართ ერთიანი პოლიტიკა უნდა იყოს", - განაცხადა ალაფიშვილმა.

























