მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში 155 ობიექტს ფასდაკლებით ყიდის

634528d24724b
ვიქტორია მღებრიშვილი
11.10.22 12:42
1422
სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 68 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 155 ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ავრცელებს.

საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა, ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორია, სახელმწიფო საწარმოები და რეგიონებში მდებარე საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება. ელექტრონული აუქციონები 19 ოქტომბერს დასრულდება.

BM.GE-სთან საუბრისას სააგენტოში აღნიშნეს, რომ საპრივატიზაციო აუქციონებზე გამოტანილი სახელმწიფო ქონებაზე ფასდაკლება განმეორებით აუქციონების შემთხვევაში კეთდება.

სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ ელექტრონულ აუქციონებში ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიიღოს მონაწილეობა და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

ინფორმაცია ელექტრონული აუქციონების შესახებ - https://bit.ly/3fX48Sc;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები