მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ევროკავშირის კვლევაზე განმარტებებს აკეთებს

5bfd62a1831b7
BM.GE
27.11.18 19:18
1354
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ევროკავშირის კვლევასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. უწყება ეხმაურება კვლევის ავტორების განცხადებას, რომ სახელმწიფო ქონების იჯარა-პრივატიზაციის საკითხი ნაკლებად გამჭვირვალეა.

სააგენტო განმარტავს პროცედურებს, როგორ ხდება პრივატიზაცია:

„სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მაქსიმალურად გამჭვირვალედ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სხვადასხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენებით მუდმივად მუშაობს ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობასთან. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების გაყიდვამდე ან გაიჯარებამდე, ობიექტზე თავსდება შესაბამისი აბრა, სადაც მოცემულია უძრავი ქონების განკარგვის ინიცირებასთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და იჯარა ხდება საჯარო ელექტრონული აუქციონის eauction.ge-ს საშუალებით, სადაც ყველასათვის შექმნილია თანაბარი და კონკურენტული გარემო. აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია, თუმცა რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში მაცხოვრებელი მოსახლეობის ინტერნეტიზაციის დონე არის დაბალი, რაც თავის მხრივ ზღუდავს მათ წვდომას აღნიშნულ პროცესთან.

სიტუაციის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო პროექტი სოფლიდან გაუსვლელად - http://nasp.gov.ge/page/soflidan_gausvlelad/ , რომელიც გულისხმობს რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობის ინფორმირებას მათსავე რეგიონში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შესახებ. ინფორმაცია ვრცელდება სააგენტოს მიერ დაბეჭდილი ბროშურების მეშვეობით, რომელიც ყოველი ახალი გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შესაბამისად თავსდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრებში, ადგილობრივ თვითმართველობებში და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ სახელმწიფო ქონების გამჭვირვალედ განკარგვა წარმოადგენს, შესაბამისად სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებით აქტიურ მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი კიდევ უფრო ტრანსფარენტული გახდება”,- აცხადებენ უწყებაში.

"სახელმწიფო ქონების იჯარა-პრივატიზაციის საკითხი ნაკლებად გამჭვირვალეა"

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები