მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებს და ამბულატორიებს ააშენებს

5c75545a965b1
თელარა გელანტია
26.02.19 22:06
1699
სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და სპეციალური პროგრამის დაწყება დაანონსა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამისათვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი და მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს.

საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა.

„ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისა და რეგიონებში აუცილებელი სერვისების მიწოდების მიზნით. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები