ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაცია და პრივატიზაცია აუცილებლად მოხდება.
"არ დავიწყებ კომენტირებას რამდენი ჰქონდათ წაგება ამ კომპანიებს, რამდენი ვალი აქვთ აღებული. ერთ რამეს ვიტყვი - სახელმწიფო საწარმოები იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა რესტრუქტურიზაცია და პრივატიზაცია უნდა მოხდეს. ან ასე, ან ისე და ამაზე პასუხს ვაგებთ, ეს უნდა მოხდეს", - განაცხადა ქობულიამ.

























