მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფო საწარმოებს შორის არიან კომპანიები, რომლებიც არ არიან მოგებიანი"

5b3c8e6547275
ელენე გოგბერაშვილი
04.07.18 13:06
1095

ფინანსთა მინისტრი, ნიკოლოზ გაგუა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ეხმაურება. საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვაში ფონდი საქართველოში ორ ფისკალურ რისკს ასახელებს, ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებია.  ფონდი აღნიშნავს, რომ მსგავსი საწარმოების ნახევარი თავიანთი ვალდებულებებიდან გამომდინარე მთავრობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენენ.  მათი მთლიანი ფინანსური ვალდებულებები 2016 წლის ბოლოს მშპ-ს 12.8%-ს შეადგენდა. საწარმოების უმეტესობა კი მთავრობის მიამრთ ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

ფინანსთა მინისტრი, ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ ფისკალურ რისკებთან დაკავშირებით რამდენიმე  წელია სამინისტრო საკმაოდ ვრცელ და გამჭვირვალე დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ.

ეს არის ის წარმატება, რის გამოც ღია საბიჯეტო ინდექსში მე-5 ადგილზე გადავნაცვლეთ.  ჩვენ ვთვლით რომ ფისკალური რისკების გამჭვირვალობის ხმრივ საქართველო ერთ -ერთი წრამატებული ქვეყანაა მსოფლიოში“-აღნიშნავს გაგუა.

მიუხედავად გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტისა, მინისტრი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ბალანსზე ბევრი ისეთი საწარმოა, რომელსაც მოგება არ მოაქვს.

„სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ ბევრია. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც არ არის მოგებიანი და ხდება ეტაპიბრივად მათი ოპტიმიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიაზე და  უახლოეს ხანში კონკრეტული ღინისძიებით გამოვალთ. ჩვენი მიზანია სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით აღნიშნული კომპანიების კორპორატიული მმართველობა კიდევ უფრო გაძლერდეს, გამჭვირვალობის მხრივ ვთვლით, რომ საკმაოდ მაღალი შედეგები გვაქვს, საწარმოების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს და ეს უნდა გაგრძელეს. გარწმუნებთ, რომ აღნიშნულ სტრატეგიაზე მიდის მუშაობა“-აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები