2019 წლის ბიუჯეტში საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრულველყოფისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისიწნებული.
სააგენტო „აწარმოე საქართვრლოში“ ხელმძღვანელის მოადგილე, თორნიკე სულაბერიძე bm.ge-თან განმარტავს, რომ აღნიშნული 20 მილიონი ლარით მთავრობა 285 მილიონი ლარის სესხების გარანტორად დადგომას შეძლებს.
„წელს 20 მილიონია გამოყოფილი და 20 მილიონით მოხერხდება 285 მილიონის სესხის გარანტორად დადგომა სახელმწიფოს მიერ. ჩვენ 70%-ში კი ვუდგებით, თუმცა პორტფელის მაქსიმუმ 10%-ში შევდივართ გარანტიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბანკის პორტფელის ღირებულება იქნება ვთქვათ პირობითად 100 მილიონი, აქედან 10%-ში შეიძლება რომ დავუდგეთ გარანტორად დეფოლტის შემთხვევაში“, - აცხადებს სულაბერიძე.
შეგახსენებთ, მთავრობის მიერ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ძალაში 1 აპრილიდან შედის, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება. პროექტს ადმინისტრირებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გაუწევს.

























