მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან შეხვედრების ფორმატს ცვლის

58ecc923f36ba
BM.GE
11.04.17 16:15
1229
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან შეხვედრების ფორმატს ცვლის. როგორც სააგენტო იუწყება, აქამდე არსებული, თვეში ორჯერ დაგეგმილი შეხვედრები ახალ სამუშაო ფორმატში გადადის, რომლის მიხედვითაც, ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეტენზიების მქონე ბიზნესმენების კონკრეტული შემთხვევების (ქეისები) განხილვა შეხვედრაზე შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოხდება.

"ასეთი ფორმატი ბიზნესმენებთან სააგენტოს ურთიერთობებს კიდევ უფრო ეფექტიანს და საქმიანს გახდის. რაც შეეხება შეხვედრების პერიოდულობას, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სააგენტო დამატებით გაავრცელებს.

ახალი ფორმატით ბიზნესმენებთან შეხვედრა 12 აპრილს, 11:00 საათზე ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლები, ასევე კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები", - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები