მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კომპანია "სიტროენის" განცხადებაზე მოკვლევას დაიწყებს

57fde749d32d5
BM.GE
12.10.16 11:22
2131
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კომპანია „სიტროენის“ განცხადებაზე მოკვლევას დაიწყებს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა, კომპანიის განცხადებას სააგენტო ჯერჯერობით არ გაცნობია.

„სააგენტო განცხადებას ჯერ არ გაცნობია, თუმცა აუცილებლად გაეცნობა. ეს ასევე კონკურენციის სააგენტოს თემაცაა. ჩვენ მუდამ ვახორციელებთ მონიტორინგს, რადგან მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა ამ შემთხვევას აუცილებლად შევისწავლით“, - განაცხადა ნანობაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიას შესაბამისი განცხადებით კონკურენციის სააგენტოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. როგორც უწყებაში „ბიზნესკონტრაქტს“ განუმარტეს შესაბამისი განცხადების შესვლის შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

სიტროენი: საქართველოში სხვადასხვა კომპანიები, შეთანხმებული ქმედებებით, ხელს უშლიან ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლას

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები