მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანია ტენდერებში კრიმინალის ნიშნებზე საუბრობს

58b9257b53fff
ელენე გოგბერაშვილი
03.03.17 16:00
1757
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ტენდერებში მონაწილე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კერძო სექტორმა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. როგორც კომპანია "ლინამის" ხელმძღვანელი, ილია მეხატიშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ტენდერებში მონაწილე ზოგიერთი კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს ყალბი ცნობების წარდგენას.

"წაილეკა სისტემა ყალბი ცნობებით. ეს უნდა გამოსწორდეს, რადგან კრიმინალი შეძვრა ამაში. როდესაც საუბარია ფირმის გამოცდილებაზე, ის ვერ აკმაყოფილებს ამას და დებს დაბალ ფასს. ფასით იმარჯვებს, მაგრამ გამოცდილება არ გააჩნია. მიაქვს ყალბი ცნობა, რომ მან შეასრულა სამუშაო, რომელიც არასოდეს შეუსრულებია. მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. აუცილებელია, რომ შემსყიდველმა მოითხოვოს ანგარიშფაქტურა", - აცხადებს ილია მეხატიშვილი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ყველა მიმწოდებელს, ვინც ნახავს, რომ სატენდერო წინადადებაში არაადექვატური პირობებია ჩადებული, არის დისკრიმინაციული, არის კონკრეტულ კომპანიაზე ან პროდუქტზე მორგებული, მოუწოდებს აღნიშნული დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივროს.

"ამის შემდეგ ჩვენ პასუხს ვაგებთ ყველა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. ჩვენი გადაწყვეტილება კი არის აუცილებლად შესასრულებელი. მინდა აღვნიშნო, რომ დავების 60%-მდე ბიზნესის სასარგებლოდ წყდება", - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან რაზმაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები