მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო სოფლად სახლს კიდევ 1300-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდის

63aa9b89d762d
ინგა მურუსიძე
27.12.22 11:15
950
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1300-მდე ოჯახს, სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში თავად შეარჩევენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 2022 წელს, სოფლად სახლი 2 500-მდე ოჯახს გადაეცა.

სამწლიან პერიოდში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობა თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები