ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ქვეყნის ახალ ეკონომიკურ გუნდს ბიზნესთან მეტი კომუნიკაცისკენ მოუწოდებს. ჩოჩელი თვლის, რომ ნაკლები ბიუროკრატიით და დანაკლები რეგულაციებით, კერძო სექტორი ნამდვილად შეძლებს დიდი ეფექტი მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკაზე. ეს მიზანი კი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის აქტიური კომუნიკაციით მიიღწევა.
„ქვეყანაში ეკონომიკურ ამინდს ძირითადად ქმნის ბიზნესი, ამიტომ რაც მეტი კომუნიკაცია იქნება, რაც მეტი გახსნილობა და პრობლემის გათავისება იქნება სახელმწიფოს მხრიდან, მით მეტი ეფექტი ექნება ეკონომიკის განვითარებას. მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი მუშაობაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ ბიზნესმა კიდევ უფრო მეტი შექმნას და მეტი შემოსავალი მოუტანოს სახელწმფოს. დღეს სახელმწიფო არ უნდა ასაქმებდენს ადამიანებს, სახელმწიფო უნდ ქმნიდეს პირობებს, რომ ბიზნესმა რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და რაც შეიძლება ნაკლები იყოს სახელმწიფო აპარატი. ეს იქნება ყველაზე დიდი ეფექტი. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, ნაკლები რეგულაციები და ნაკლები ბიუროკრატია, ეს არის ყველა ის შემაფერხებელი პროცესი, რომელიც აფერხებს ეკონომიკის განვითარებას“ -აცახდებს ცეზარ ჩოჩელი.

























