2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 673 სტუდენტი, რაც 91 სტუდენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
საქასტატის მონაცემებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა 2-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობას. უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 12.2 ათასი შეადგინა, რაც 21.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წლის მონაცემებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 24.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-ით ნაკლებია. კურსდამთავრებულებიდან 57.4% არის ქალი, ხოლო 42.6% - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 3-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

























