მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფო უწყებებში კიდევ გვაქვს ისეთი რგოლები, სადაც ეფექტურობა ძალიან დაბალია"

5c542d171799f
თათია ჩაფიჩაძე
01.02.19 15:23
999
„ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი მშპ-სთვის მინიმუმამდე დავიყვანეთ სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯები და ახლა უნდა უზრუნველვყოთ მისი ეფექტურობა“ - პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მთავრობის შენახვის ხარჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რაც შეეხება ეფექტურობას, ბახტაძე აღიარებს, რომ ეფექტურობის გაძლიერება მმართველობის რიგ რგოლებში მთავარ გამოწვევად რჩება.

“მე ვიზიარებ ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ ექსპერტის მოსაზრებას, რომ უნდა გავაძლიეროთ ეფექტურობა მმართველობის ყველა რგოლში. ჩვენს სახელმწიფო უწყებებში კიდევ გვაქვს ისეთი რგოლები, სადაც ეფექტურობა ძალიან დაბალია და ასეთ შემთხვევებში რეფორმების იმპლემენტაციის პროცესებს ძალიან აფერხებს.

ეფექტურობა მათ შორის გულისხმობს სხვადასხვა სისტემის დანერგვას, სტრუქტურების ოპტიმიზაციას, კორდინაციის მაღალ დონეს და ა.შ.“ - განმარტა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, ამოსავალი წერტილი არ არის დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირება.

„ამოსავალი წერტილია ის, რომ მთლიან შიდა პროდუქტისთვის ეს(სახელმწიფო აპარატის შენახვა) არ იყოს დიდი ტვირთი და არა ის, რომ ადამიანების რაოდენობა შემცირდეს. 3.9% ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მაჩვენებელი და თქვენ შეგიძლიათ ის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლს შეადაროთ. ჩემთვის ამოსავალი წერტილია შედეგი. შედეგი უნდა მიიღოს მცირე მთავრობამ, უნდა შექმნას მან დიდი კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში.“- გნაცხადა bm.ge-ს შეკითხვის საპასუხოდ მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები