სახალხო დამცველის აპარატი თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის მიმდინარეობის პროცესს აკვირდება. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ყველა მოქალაქის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და მათი უფლებები.
„ჩვენ დავიწყეთ ამ მოვლენების დაკვირვება. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გვქონდეს.
ერთადერთი რაც შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა არის ის, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ყველა მოქალაქის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და მათი უფლებები.
სპეცოპერაციის ჩატარებას თავისი წესი აქვს, რომელიც მკაცრად არის კანონით გაწერილი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები დავიცვათ. ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

























