ოქტომბერში სახელმწიფო ვალის მოცულობა 344 მილიონი ლარით გაიზარდა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი კი 28 მლნ-ით შემცირდა, მაგრამ ოქტომბერში ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი გაიზარდა. საშინაო სახელმწიფო ვალი 3 მლნ ლარით შემცირდა.
2017 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო ვალი 16.5 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით კი მილიარდი ლარით მეტი, 17.5 მილიარდი ლარია. აქედან, საგარეო სახელმწიფო ვალი 13.8 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.7 მილიარდი ლარია.