ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში გამოსვლისას ე.წ აგრიპოლისების-ქალაქის ტიპის ობიექტების შექმნის შესახებ ისაუბრა, სადაც ფერმერები პროდუქციის შენახვას და გადამუშავებას შეძლებენ. მინისტრი თვლის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ინდუსტრიალიზაციასთან ერთად სწორედ აგრიპოლისების მეშვეობით არის შესაძლებელი.
რა იგულისხმა ეკონომიკის მინისტრმა „აგრიპოლისების“ შექმნის შესახებ საუბრისას ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია. ნინო ზამბახიზე ამბობს, რომ თუ ახალ მთავრობას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება სურს, აქცენტი ინფრასტრუქტრუსის გარდა, განათლებაზე და იაფ რესურსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით უნდა გაკეთდეს. ხოლო იმ მცირე ფერმერებს, რომლებიც დღეს ქვეყნის ეკონომიკისთვის დოვლათს ვერ ქმნიან, მთავრობამ სხვა სფეროებში დასაქმების შესაძლებლობა უნდა მისცეს.
"იმედს ვიტოვებ, რომ ახალ ეკონომიკის მინისტრის გამოსვლაში იგულისხმება, რომ ბიზნესმა უნდა შექმნას საკონსოლიდაციო ცენტრები, რაც გარანტიებს მისცემს გასაღების ბაზრის ფერმერებს ანუ კონტრაქტზე დაფუძნებული ფერმერული მეურნეობები შეიქმნება. ეს არ არის სახელმწიფო ინიციატივა, სახლემწიფო არ გახდება ჩამბარებელი პუნქტი, ეს მძიმე გამოცდილება იყო.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარებას, ვფიქრობ, ყველაზე პრიორიტეტული ისევ განათლება, იაფ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურა უნდა იყოს. ქვეყანას სჭირდება რეგიონული განვთარება. როცა იქნება სოფლის განვითარება, ფერმერი, რომელიც ვერ ამუშავებს მიწას, დასაქმდეს სხვაგან, გაასხვისოს ან იჯარით გასცეს მიწები, სადაც მასშტაბურად იქნება პროდუქტის წარმოება.
მოსახლების 47% ფერმერია. მათი წილი 9%-ია მშპ-ში. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ამ დოვლათს 30 000 ფერმერი ქმნის და მათი წილი 3%-ია. ქვეყანა ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს, რომ მოხდეს კოოპერატივების გამსხვილება, თუ არ მოხდება, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ სოფელი და რეგიონი განვითარდეს და შეიქმნას ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერები“-აცხადებს ნინო ზამბახიძე.

























