მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფო ყველგან ცდილობს ჩაერიოს, როგორც ბიზნესი”-კალოიანი მუნიციპალური კლინიკების პრივატიზების შეჩერებაზე

64a56cd4f36ae
ანუკა ჯოხაძე
05.07.23 21:40
552
მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება აღარ მოხდება. შესაბამისი განცხადება გუშინ თბილისის მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გააკეთა. როგორც ის ამბობს, მერიის ბალანსზე არსებული კლინიკები აღარ გასხვისდება და მის რეაბილიტაციას ან თავად მუნიციპალიტეტი ან ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ დღეს პირველადი ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, რაც ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას იწვევს. მისი თქმით, არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ სწორი ფინანსური სტიმულების შექმნით არის შესაძლებელი და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული ცვლილებებით, რაც მუნიციპალურ პოლიკლინიკებთან მიმართებით და არა მარტო, სახელმწიფოს აქვს.

“მთავარი არის სწორი სტიმულების გაცემა, რომ პირველად ჯანდაცვა დაემსგავსოს იმას აუცილებელია და შეასრულოს მისი ძირითადი ფუნქცია. სწორი სტიმულირების გარეშე შეუძლებელია რაც არ უნდა ფასადური თუ ინფრასტრუქტურული რემონტი ჩატარდეს სხვადასხვა დაწესებულებაში მას სისტემური ეფექტი არ ექნება. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ სახელმწიფო ყველა სადაც არის თუ არ არის მისი ადგილი ცდილობს ჩაერიოს როგორც ბიზნესი.

რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ ცუდ შედეგებს მოიტანს. მთავარი არის სწორი სტიმულირება სწორი სტიმულაცია, სწორი სადაზღვევო სისტემა, სწორი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. ეს იძლევა ხანგრძლივ ეფექტს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, დანარჩენი ყველაფერი არის ფასადური,”-ამბობს „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი.

როგორც ცნობილია, ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფოს გეგმა აქვს, რომ მის საკუთრებაში არსებული კლინიკები გააძლიეროს და საწოლფონდის 60% სახელმწიფო კლინიკებში იყოს წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები