მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფომ აჩვენა სწორი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ"

5af9776ca4a2d
თელარა გელანტია
14.05.18 15:46
427
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, გუშინ სახელმწიფომ აჩვენა ძალიან სწორი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეების მიმართ.

ასე შეაფასა ქუმსიშვილმა რუსთაველის გამზირზე ორი პარალელური აქციის ფინალი და აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა, რომელიც გუშინ იყო დასმული, გადაჭრილია.

"მნიშვნელოვანია, მოვლენების დიალოგის რეჟიმში გადასვლა. გუშინ არ მოხდა დაპირისპირება. აბსოლუტურად მშვიდობიანად მოხდა როგორც აქციის ასევე კონტრაქციის დაშლა და, რა თქმა უნდა, შენარჩუნდა როგორც გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობა ორივე მხარისავის, ასევე ის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო დიალოგის რეჟიმში.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის თუ დასჯის საკითხს, მე არ ვარ ამაში კომპეტენტური. ვფიქრობ, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავისი აზრის გამოთქმის და სახელმწიფო, მთავრობა კი აფასებს ადამიანების უფლებებს”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები