მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფომ "ანაკლიის კონსორციუმს" $11 მილიონის პირგასამტეხლო აპატია"

5cfa2a09de06a
სალომე მეცხვარიშვილი
07.06.19 13:09
1375
სახელმწიფომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” 11 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო აპატია,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ანგარიშს წარადგენს.

მისი თქმით, პირგასამტეხლო კონსორციუმს ფინანსური დოკუმენტაციის ვადებში წარუდგენლობის გამო დაეკისრა.

“ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველი ვადა "ანკლიის კონსორციუმთან" შეთანხმებული სამუშაოების დასრულებისა და ფინანსური დახურვის მიღწევის, ანუ როდესაც ფინანსირება შეიკვრებოდა, იყო ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული. ამის შემდეგ სახელმწიფომ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და ვადებმა გადაიწია, შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ ვიხილავთ დაფინანსების მოზიდვის საკითხებს. ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მილოინ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო ამ ვადების დარღვევის გამო. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შედგეს”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ანაკლის პორტი დროულად ამოქმედდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები