პრემიერ-მინიტრი გიორგი კვირიკაშვილი კახეთის რკინიგზის აღდგენის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ტურიზმი რკინიგზის გარეშე არის წარმოუდგენელი, ამიტომ სახელმწიფომ ადგილზე რკინიგზის განვითარებაზე უნდა იფიქროს.
„რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, რომ ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა პრემიერმა.

























