მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფომ ქარხნებით უნდა უზრუნველყოს ის კლინიკები, რომლებსაც ჟანგბადის უწყვეტი წყარო არ აქვთ”

6176e5a9231fd
ანუკა ჯოხაძე
26.10.21 00:50
458
“სახელმწიფომ ქარხნებით უნდა უზრუნველყოს ის კლინიკები, რომლებსაც არ აქვთ ჟანგბადის უწყვეტი წყარო” - ამის შესახებ BM.GE-თან ჯანდაცვის სპეციალისტმა ანი ქავთარაძემ განაცხადა. როგორც ქავთარაძე ამბობს, ასევე აუცილებელია არსებული ჟანგბადის საწარმოების ტექნიკური შემოწმება, რადგან ქავთარაძის თქმით, შესაძლოა ქარხნების გადატვირთვის შემთხვევაში ჟანგბადის წარმოებას პრობლემები შეექმნას.

“სახელმწიფომ ქარხნებით უნდა უზრუნველყოს ის კლინიკები, რომლებსაც არ აქვთ ჟანგბადის უწყვეტი წყარო და ასევე უნდა მოხდეს არსებული ჟანგბადის საწარმოების ინსპექტირება, ვინაიდან საწარმოს გადატვირთვის შემთხვევაში შესაძლოა შეიქმნას პრობლემები, რაც წინა ტალღის დროს შეიქმნა. დღეს სახელმწიფოს უკვე უნდა ჰქონდეს განსაზღვრული და დათვლილი, ის თუ რა რაოდენობის ადამიანები შეიძლება მოხვდნენ კლინიკაში და საშუალოდ როგორი სიმძიმის შეიძლება იყვნენ ისინი. შესაბამისად უკვე ამის მიხედვით უნდა მოხდეს ქვეყანაში ჟანგბადის საჭიროების დათვლა", - აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 40 კოვიდ კლინიკაში სამედიცინო ჟანგბადის წარმოება, ხოლო 12 კლინიკაში ჟანგბადის საწარმოს მონტაჟი მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, კლინიკებში ყოველდღიურად 4 069 320 ლიტრი ჟანგბადი გამომუშავდება. მათივე თქმით, პაციენტზე ჟანგბადის ხარჯი დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის ფორმაზე. მაგალითად, ნაზალური კანულის გამოყენების შემთხვევაში საშუალო ხარჯი წუთში შეადგენს 3 ლიტრს, "სიპაპის" - 22 ლიტრს, ხოლო სახის ნიღბის - 8 ლიტრს.

სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ წერია რა რაოდენობის ჟანგბადი გამოიყენება მაღალი სიხშირის წნევის აპარატების ე.წ “ჰაი ფლოუს" შემთხვევაში, რომელიც გამოყენების დროსაც როგორც წესი ყველაზე დიდი რაოდენობის ჟანგბადი იხარჯება.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვეში საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან 1,241.520 აშშ დოლარის ჟანგბადი შეიძინა. 2020 წლის იმავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 20 890 აშშ დოლარია.

ყველაზე დიდი რაოდენობის ჟანგბადი საქართველომ მეზობელი ქვეყნებისგან თურქეთისა და აზერბაიჯანისგან შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები