კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი, ექიმი-კარდიოლოგი ანზორ მელია მთავრობის მთავარ მიღწევად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ სისტემა დასახვეწია და სახელმწიფომ უნდა გამონახოს რესურსი პაციენტებს ძვირადღირებული მკურნალობა დაუფინანსოს.
„ამ პროგრამამ დიდი შვება მოგვცა როგორც პაციენტებს, ისე ექიმებს. ჩემს პროფესიაზე ვიტყვი, როცა ახალგაზრდა კაცი შემოდიოდა მწვავე ინფაქტით და მაგას სასწრაფოდ სჭირდებოდა კორონოგრაფია და აუცილებლად პირველ სამ საათში სტენდის ჩაყენება, რომ ინფაქტი უკან დაგვებრუნებინა, ეს ავადმყოფი ვერ წვებოდა იმიტომ, რომ ფული არ ჰქონდა და ჩვენ მაგათთან ერთად ვკვდებოდით. იმიტომ, რომ ასეთი ბევრი იყო.
საყოველთაო პროგრამამ ეს პრობლემა მოგვიხსნა, მაგრამ პროგრამა კვლავ დასახვეწია. ის 10%, რომელსაც იხდის ავადმყოფი, ეს თანხა პენსიონერისთვის არის 3 ათასი. როდესაც ამდენი უმუშევარი ჰყავს ქვეყანას, ამდენი გაჭირვებული ჰყავს, არტოკოლონარული შუნტირება 12 500 ლარია, პენსიონერი 10%-ს იხდის. ამიტომ ის უარს ამბობს ოპერაციაზე. რამდენი ხვეწნა-მუდარის და ხელშეკრულებების დადების მიუხედავად არ გვიხდიან მერე იმ ფულს. საბჭოთა კავშირის მედიცინამ ვერ გაუძლო უფასო მედიცინას და ჩემი კლინიკა გაუძლებს?
აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა გამონახოს რაღაცა გზა, რომ ავადმყოფს მთლანად დაუფინანსოს ასეთი ძვირადღირებული მკურანლობა. მარილიც მოაყარე ბარემ და გააკეთე ეს მადლია, მაგრამ კონტროლიც გააძლიერე“-აცხადებს ანზორ მელია.

























