მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფოს არ ვთხოვთ იმ რისკებში შემოსვლას, რომლის კაპიტალში კონსორციუმი მონაწილეობს"

5c84be3bb54a1
ელენე გოგბერაშვილი
10.03.19 11:32
2477
“სახელმწიფოს არ ვთხოვთ იმ რისკებში შემოსვლას, რომლის კაპიტალში კონსორციუმი მონაწილეობს“-ამის შესახებ „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა გადაცემაში „Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ამ პროექტში 4 წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად არის ჩართული და თითქმის მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში ვართ. მათ დააყენეს რამოდენიმე საკითხი, რომელიც მნიშვნელივანია პროექტის არამხოლოდ წარმატებულად განოხრციელებისთვის, არამედ მთლიანად ოპერირების კუთხით.

ბანკები ითხოვენ კონკრეტულად ტვირთბრუნვის გადაზიდვების რისკების დაზღვევას, რომელიც არ არის უპირობო სახელმწიფო გარანტია. ის, რომ საერთაშორისო ოპერატორი გვყავს პროექტში, ის, რომ ჯგუფს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის კუთხით, ამაზე კითხვები არ იბადება.

კონკრეტულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა თქვა, რომ ეს კიდევ უფრო სახელმწიფო ინტერესში უნდა იყოს, ინფრასტრუქტურა და პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებში, რომ ტვრთბრუნვაზე ხელისშემშლელი ფაქტორები გაცილებით შეიძლება სხვა იყოს, ვიდრე კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტი.

შესაბამისად ეს არის მათი პირობა, ერთ -ერთი პირობა და ყველაზე მნიშვნელოვანი. ხაზგასასმელია, რომ ჩვენ სახელმწიფოს არ ვთხოვთ იმ რისკებში შემოსვლას, რომლის კაპიტალში კონსორციუმი არის შესული. ეს არის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელსაც ბანკების სესხი ახორციელებს.

თუ პროექტს დარტყმა აქვს, ისევ და ისევ მთავარ კაპიტალზე და კონსორციუმზე ექნება. ყველანაირი შემოსავალი შემდეგ სესხის დაფარვას მოხმარდება და თუ რამე დარჩა, რომელიც არის მიზერული, ეს არის როცა სახელმწიფოს დაზღვევა შეიძლება შემოვიდეს პროექტში.

მშენებლობა შეუფერხებლად ხორციელდება, რაც ასევე იმის დასტურია, რომ 2021 წელს აუცილებლად ეს პორტი იქნება და კითხვის ნიშნის გარეშე უნდა იყოს, რადგან ამ პორტმა ჩვენი ქვეყანა სხვა ნიშნულზე უნდა გადაიყვანოს“-აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები