მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფოს მართვაში 171 უმოქმედო საწარმოა

574446d8060df
BM.GE
24.05.16 16:18
1384
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იმ საწარმოთა რაოდენობის ოპტიმიზაცია- მინიმიზაციის პროცესს ახორციელებს, რომლებიც ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

სახელმწიფო მართვაში არსებული საწარმოები, რომლებიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებენ და არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ექვემდებარებიან შერწყმას, ლიკვიდაციას, გაკოტრებას და წილის პრივატიზებას.

2012 წელს სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა. ოპტიმიზაციის გეგმის ეფექტურად განხორციელების, მათ შორის გარკვეული საწარმოების პრივატიზების შედეგად, სააგენტომ უმოქმედო საწარმოების რაოდენობა 319-ით შეამცირა. ამჟამად სახელმწიფოს მართვაში 171 საწარმოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები