მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფოს მხრიდან მეტი ნოვაციაა საჭირო, რათა საგარეო მიმართულება ევროპისკენ განვითარდეს"

5c90f4a32b445
ლიკა გურაბანიძე
19.03.19 21:15
1934
"ადგილობრივი ბაზარი - ეს არის ტესტი იმისა, შეძლებ თუ არა ევროპულ ბაზარზე შენი მოკრძალებული ნიშა დაიკავო", - ამის შესახებ "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.

როგორც ჭუმბურიძე აღნიშნავს, ქართულ კომპანიებს მცირე წარმოების გამო ევროპული ბაზრის დაკმაყოფილება უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე წარმატებული ღვინის სექტორია.

"როდესაც ხედავ, რომ ღვინის სექტორი გაქვს ძლიერი, სახელმწიფომ მთელი რესურსი ამ კომპონენტზე უნდა მიმართოს. სახელმწიფოს მხრიდან მეტი ნოვაციაა საჭირო, რათა საგარეო მიმართულება განსაკუთრებით ევროპისკენ განვითარდეს", - განაცხადა ჭუმბურიძემ.

ზვიად ჭუმბურიძეს მიაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ქვეყნის განვითარების ბრალია და აქ მხოლოდ ბიზნესის დადანაშაულება არასწორი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები