მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფოს რესურსებზე დამოკიდებულების შემცირება უნდა მოვახერხოთ“ - თოდუას კლინიკა

634d2a1c12fee
ვიქტორია მღებრიშვილი
17.10.22 22:30
952
„თოდუას კლინიკის“ გენერალური მენეჯერი და ჯანდაცვის სისტემის მართვის სპეციალისტი გიორგი დიასამიძე სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების შემცირების პოლიტიკას ეთანხმება. 

მან გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა, რომ კლინიკებმა მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად უნდა შეძლონ.

„დროთა განმავლობაში, როგორც სამედიცინო, ასევე სხვა სფეროებმა განვითარება უნდა მოვახერხოთ, რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილ თანხებზე დამოკიდებული ნაკლებად ვიყოთ. ამ მხრივ, ჩვენთვის სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი ბერკეტია იმისთვის, რომ გადამხდელუნარიანი პაციენტები გავიჩინოთ, რაც სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხებისგან ჩვენს დამოუკიდებლობას განაპირობებს. სახელმწიფოს აუცილებლად ექნება რეგულაციები, რადგან თანხები ამოუწურავი არ არის. ეს კი ჩვენ ალტერნატიული გზების ძიებისკენ გვიბიძგებს.

ანალოგიური ბიძგი იყო თურქეთისთვის, რომ სამედიცინო ტურიზმი განევითარებინა. უნდა ვეცადოთ სახელმწიფოზე დამოკიდებულები არ ვიყოთ. ვეთანხმები იმ პოლიტიკას, რომ გვიბიძგებენ ვიმუშაოთ აქტიურად და ჩამოვიყვანოთ უცხოეთიდან პაციენტები, რომლებიც უფრო მეტი თანხის გადახდას შეძლებენ“, - ამბობს გიორგი დიასამიძე.

მისივე შეფასებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა და რამდენიმე ფუნდამენტური ნაბიჯია საჭირო, რომ 30 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმები დასრულდეს.

„მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ნაბიჯი ჯანდაცვის სისტემის ფორმირებას დაასრულებს. ეს იქნება დაფინანსების შეცვლა თუ სელექტიური კონტრაქტირება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი საზოგადოებას წაადგება, რადგან საზოგადოებას დარჩება ძლიერი, დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის საავადმყოფოები, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოზე. ეს მტკივნეული პროცესია“, - აღნიშნა „თოდუას კლინიკის“ გენერალურმა მენეჯერმა.

კითხვაზე - რამდენად იცვლება ჯანდაცვის უწყების პოლიტიკა მინისტრების ცვლილებასთან ერთად, გიორგი დიასამიძე პასუხობს, რომ მცირედი ცვლილებები დადებითისკენ არის ხოლმე.

„მინისტრების ცვლილებები, სამედიცინო სექტორისთვის რადიკალური ცვლილებები არ ხდება. ის ცვლილებები, რომელიც წინა მინისტრის პერიოდში იყო, იხვეწება და ძირითადად ჩვენთვის უფრო მისაღები ხდება. ყველა რეფორმას აუცილებლად აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ დროს, მნიშნელოვანი შევედაროთ სხვა ქვეყნებს, რაც ჩვენი წარმატების შეფასების შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნა „თოდუას კლინიკის“ გენმენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები