მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფოს საკუთრებაში კვლავ 11 ე.წ "სამთავრობო აგარაკია"

5c5292f758d45
თამუნა ქემერტელიძე
31.01.19 10:24
1107
სახელმწიფო ქონების ქონების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში კვლავ 11 ე.წ „სამთავრობო აგარაკია“.

უძრავი ქონება, რომელიც წყნეთში, 86 965 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განლაგებული, შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს ბალანსზე ირიცხება, რომელიც თავის მხრივ, ქონების ეროვნული სააგენტოს შპს-ს წარმოადგენს.

ე.წ. „სამთავრობო აგარაკების“ დაახლოებითი საბაზრო ღირებულება 31 მლნ ლარია.

ქონების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბერში წყნეთის „სამთავრობო აგარაკებიდან“ 8 226 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გასხვისდა. ობიექტის პრივატიზაციის შედეგად, ბიუჯეტმა 4 288 320 ლარი მიიღო.

რატომ ვერ ახერხებს მთავრობა ამ დრომდე აგარაკების პრივატიზაციას, უცნობია.

როგორც Bm.ge-ის ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა განუცხადა, იმ ფონზე, როდესაც თითოეული აგარაკის შენახვა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხელისუფლება მის “აგრესიულ პრივატიზაციას” უნდა ცდილობდეს და ობიექტების ღირებულების შემცირებას დღის წესრიგში უნდა აყენებდეს.

“ფასის ჩამოკლებაა საჭირო, შეუსაბამო ღირებულება აქვს ობიექტებს. ყველამ იცის საქართველოში არც ისე ბევრი მაღალი შემოსავლის ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც მსგავსი ტიპის აგარაკის ყიდვის შესაძლებლობა აქვს. ფასის შემცირებაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამ, სხვა შემთხვევაში, წავა და ინვესტორი სრულიად ახალ აგარაკს, თავისი ფულით ააშენებს”, - აცხადებს ხორგუაშვილი.

მისივე თქმით, თუ მაგალითად, აგარაკის ღირებულება 5 მილიონია, სჯობს ის ერთ მილიონად გაყიდო და მერე ის ფული ბანკში დადო და პროცენტი აიღო, ვიდრე ყოველწლიურად მის მოვლა-პატრონობაზე გარკვეული თანხები ხარჯო.

„ამ მთავრობაში ფულის ღირებულება დროში არ იციან, წლები გადის და დაჩქარებულ პრივატიზაციას ვერ ვხედავთ ან თუ ხედავ, რომ არ იყიდება მარტივად, შეიძლება ეს პრობლემა გადაჭრა, ადექი და სხვა საქმიანობისთვის გამოიყენე, მაგ.: პოლიციის შენობის განსათავსებლად . ადრე მსგავსი პრეცენდენტები იყო. დაახლოებით, 200-300 -ზე მეტი ბიზნესია მთავრობის ხელში, სასტუმროები, საწარმოები... მთავრობას გეგმაც კი არ აქვს, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ აგრესულ პრივატიზაციაზ, ეს ყველაფერი რიცხვში არ ისახება. ფარატინა სიტყვებია და მეტი არაფერი”, - აცხადებს ხორგუაშვილი.

შეგახსენებთ: 2018 წლის აგვისტოში ეკონომიკის მინისტრმა „აგრესიული პროვატიზაცია“ დაანონსა.

“ჩვენ ვაპირებთ პრივატიზაციის და სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციის ძალიან აგრესიული გეგმის განხორციელებას. ესეც არის ჩვენს გეგმებში. ჩვენ, პრინციპში, ვერ ვხედავთ დიდ პრობლემას საინვესტიციო პორტფელის ზრდაში ანუ ინვესტიციები იქნება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები