მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია"

5c971b677ce88
თამუნა ქემერტელიძე
24.03.19 10:22
2252
"ჩვენ ისეთი რისკების წინაშე ვდგავართ, შეიძლება, დავკარგოთ საერთაშორისო პარტნიორები. თუ ეს რიტორიკა გაგრძელდა, ძალიან ცუდ იმიჯს შევუქმნათ ქვეყნის საინვეტიციო კლიმატს. საბანკო სიტუაციაში ეს უკვე მოვახერხეთ, სამწუხაროდ”- ამის შესახებ განცხადება “ფორბსის კვირისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. მისი თქმით, ან ბრალის წაყენება უნდა მოხდეს ან არადა პროკურატურამ საქმე დახუროს.

“აღარ მინდა გავიმეორო ეს სიტყვა, მაგრამ ორკესტრი პოპულარული სიტყვა გახდა. შეტევა მოდის პოლიტიკოდების მხრიდან, თანაც უაპელაციოდ. პრაქტიკულად ბრალს გვედებენ. ან ბრალი წაგვიყენოს პროკურატურამ ან საქმე დახუროს. პოლიტიკოსები და თან ცნობილი პოლიტიკოსები, გამოდიან და აცხადებენ: კი, კი, ეს საქმე ჩვენ ვიცით, იქ რაღაც მოხდა, სახლში ფული წაიღეს, ვიღაც მოატყუეს. ეს რა არის? ეს რა ფონია? ეს რა სამართალია? რა დამოკიდებულებაა? ან რა უდანაშუალობის პრეზუმციაა? ამ დროს კი ჩვენ ამხელა პროექტზე ვართ შეჭიდებული, დიალოგი მიდის ტრიბუნებიდან.

კიდევ გვეუბნებიან, რომ იცით რაა? რაღაც დააშავეთ და ვერ აკეთებთ ფინანსურ დახურვას. კიდევ ვამბობ, სამშენებელო პროცესი არ გაჩერებულა, კომპანია მუშაობს მთელი სიმძლავრით ამ მოგერიებებში ვართ. ყველას მინდა ვუთხრათ, რომ მოდი,  დავფიქრდეთ, რა რისკების წინაშე ვდგავართ. ვისაც ვხვდები უცხოელებს, პირველი კითხვაა, რა ხდება თქვენს თავს? რატომ ხდება ასე? მიწევს ცალცალკე ახსნა, ან რა უნდა ავუხსნა ელემენტარულად? ვყვები იმას, რასაც თქვენ გიყვებით, დასამალი არაფერი არ არის. ეს რომ ყოფილიყო ერთ უწყებასთან კამათი გასაგებია, მაგრამ ესაა სახელმწიფო. სახელწმიფოს ხომ ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია. ეს ძალიან ცუდია. იმ სიტუაციაში, როცა ერთი მხრივ, თავს ვიცავთ, მეორე მხრივ, ახსნა - განმარტებები გვიწევს, მესამე კი ვაწყნარებთ ჩვენს ინვესტორებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და და ცოტა ხანი კიდევ გაუძელით, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფებს. მინდა რაღაც მოვახერხოთ და მთავრზე ვიალაპარაკოთ და ეს მთავრი ის არის, რომ ამ ქვეყანაში ისეტი პროექტი განხორციელდეს, როგორიც ანაკლიაა”,-აცხადებს ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები