მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფოს ზოგიერთი კერძო სადაზღვევო კომპანიის მიმართ გარკვეული შენიშვნები გააჩნია"

588c36626d549
ელენე გოგბერაშვილი
28.01.17 11:00
1231
"სახელმწიფოს ზოგიერთი კერძო სადაზღვევო კომპანიის მიმართ გარკვეული შენიშვნები გააჩნია’’-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფმომაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კერძო სადაზღვევო კომპანიების შესაძლო ჩართულობის შესახებ კომენტირებისას.

ჯანდაცვის კომიტეტმა სადაზღვევო ასოციაციასთან ერთად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარების იდეა წარმოადგინა. უნივერსალური სისტემის შექმნა მასში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვას, სამედიცინო სერვისების უნივერსალურ პაკეტზე საყოველთაო წვდომას და დაფინანსებაში დამსაქმებლების მონაწილეობის განსაზღვრას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმირების გეგმას სრულად მხარს არ უჭერს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფორმაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კერძო სადაზღვევოების ჩართვით გარკვეულ რისკებს ხედავს და კერძო სექტორს სამედიცინო დაწესებულებებთან დღემდე მიმდინარე დავებს ახსენებს.

"კარგად აწონ-დაწონაა საჭირო. ერთია შენიშვნები კლინიკების მიმართ, მეორეა კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობა. სულ ახლო წარსულში ჩვენ გვქონდა არც თუ ისე კარგი თანამშროლობის მაგალითი კერძო სადაზღვევოებსა და კლინიკებს შორის, როცა მუდმივად ისმოდა პრეტენზიები ერთმანეთი მიმართ და დღესაც მიმდინარეობს ფინანსური დავები კერძო სადაზღვევოებსა და კლინიკებს შორის. სახელმწიფოსაც გააჩნია ზოგიერთი კერძო სადაზღვევო კომპანიის მიმართ გარკვეული შენიშვნები. თვითონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არის გარკვეული პაკეტები, მათ შორის მიზნობრივი პაკეტები, ასე რომ ეს სისტემა დღეს უკვე მუშაობს და დანერგილია. ვნახოთ მომავალში რა სახეს მიიღებს", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები