მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რომ დავძრათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია"

5c126a4cb29da
თელარა გელანტია
13.12.18 20:30
761
გიორგი ქობულიამ „ნოვას“ ახალი საწარმო გახსნა.

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ასეთი კარგი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვას“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი საწარმო არა მარტო ადგილობრივი, არამედ - საექსპორტო ბაზრებისთვისაც.

„კომპანია, რომლის ახალი საწარმოც დღეს გავხსენით, ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი მაგალითია. ამ პროექტში ჩაიდო 12 მლნ ლარამდე ინვესტიცია, აწარმოებს სამშენებლო მასალებს და აქვს ლოგისტიკური ცენტრი. ეს ასევე კარგი მაგალითია იმის, რომ ასეთი საწარმო საქართველოში შეიძლება კონკურენტუნარიანი იყოს არამარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც. კომპანია „ნოვამ“ ჩაანაცვლა იმპორტის უმეტესი ნაწილი და ასევე შეძლო პროდუქციის გატანა მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ასეთი, კონკურენტუნარიანი საწარმოები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საფინანსო, სახელმწიფო და კერძო სექტორების ასეთი კარგი თანამშრომლობა, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ამ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის: „ნოვას“ ახალი საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა თბილისში, 24 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმოო ხაზების, სასაწყობე მეურნეობის გამართვას და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას 12 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხმარდა. პროექტის ფარგლებში „ნოვამ“ მეტალოკრამიტის და პროფნასტილის სასახურავე მასალის, სასახურავე მასალის აქსესუარების, მეტალოკრამიტის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები გააფართოვა. პროექტი EBRD-ის და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები