მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფოსთან ერთად გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს” - სამშენებლო კომპანია “დაგი”

6247404c323e8
ლიკა გურაბანიძე
02.04.22 00:30
1478
“მშენებლობის ფასები უნდა გადაიხედოს, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე ზოგიერთ სამშენებლო მასალაზე ფასის 20%-60%-იანი მატება ფიქსირდება", - ამის შესახებ bm.ge-ს “დაგის” დამფუძნებელმა გოგი გულორდავამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ პრობლემის ჭრილში ინდექსაციის ინიციატივა კარგი და საინტერესოა.

"ეს საკითხი ჩვენს სექტორში პანდემიის და ომის რეალობამ გამოიწვია. სექტორში არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფოსთან ერთად გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს. სხვაგვარად ოპერირება ურთულესი იქნება. სამშენებლო კომპანიებს ფიზიკურად რესურსი აღარ აქვთ, რომ თავისი ძალებით ოპერირება გააგრძელონ.” - განმარტა გულორდავამ.

მისივე თქმით, ახლა 2022 წლის გეგმებზე საუბარი რთულია.

“წელს რა პროექტებიც გვაქვს აუცილებლად უნდა ჩავხუროთ. რაც შეეხება ახალს, ვნახოთ როგორი რეალობა დადგება. დაახლოებით ერთ თვეში ჩვენი ბიზნესისთვის გარკვეული სახის სიახლე თუ არ იყო, ძალიან გაგვიჭირდება. 25 პროექტია, რომელიც წელს აუცილებლად უნდა შევასრულოთ", - აღნიშნა “დაგის” დამფუძნებელმა.

ინდექსაცია გულისხმობს მარტივ პრინციპს, სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე ხდება საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმ სავარაუდო თანხის დათვლა, რითაც კომპანიამ საბაზრო ფასებს გადააჭარბა. ეს ურთიერთობა არ არის ცალმხრივი, როდესაც იაფდება, ეკონომიას სახელმწიფოც იღებს. ასეთი მიდგომა ხელსაყრელია ორივე მხარისთვის, რადგან მისი არსებობის პირობებში კომპანიები სახელმწიფოს რეალისტურ ფასს აწვდიან, თავის ფასში დამატებით რისკის დაზღვევას არ დებენ და შესაბამისად პროდუქტის ღირებულებაც მაღლა ხელოვნურად არ იწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები