მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოსთვის პირბადეებს უსასყიდლოდ ვკერავთ - Georgian Products

5eabfe0fce834
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.20 22:20
1645
ცხოველებისთვის ავეჯისა და საკვების მწარმოებელი ექსპორტიორი კომპანია სახელმწიფოსთვის პირბადეებს უსასყიდლოდ კერავს - ამის შესახებ BM.GE-ს Georgian Products-ის დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პირბადეების კერვის პროგრამაში კომპანია მეორე ეტაპიდან ჩაერთო, იქიდან გამომდინარე რომ მათი წარმოება მკვეთრად განსხვავდება სამკერვალოებისგან. თუმცა მათ თავად გამოთქვეს სურვილი პირბადეების კერვაში მიეღოთ მონაწილეობა.

„Georgian Products-მა ეკონომიკის სამინისტროს პირბადეების წარმოების ინიციატივით თავად მიმართა და ამ დროისთვის 50 000 ცალზე მეტი პირბადე უწყებას უსასყიდლოდ გადაეცა.

ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი შენატანია ამ საერთო საქმეში, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია. დოლბანდის დეფიციტის გამო, ჩვენ ვერ შემოვიტანდით მას, ამიტომ ამ ნედლეულს ეკონომიკის სამინისტრო თვითონ გვაწვდის, ხოლო სხვა დანარჩენ რესურსს, რომელიც საჭიროა პირბადეების წარმოებისთვის ჩვენ გამოვყოფთ, იქნება ეს ძაფი, რეზინი თუ ადამიანური რესურსი. დღეში დაახლოებით 3 000-4 000 პირბადე იკერება და პირბადეების კერვას მანამდე გავაგრძელებთ, სანამ სამინისტრო მასალას მოგვაწვდის და სანამ ქვეყანაში პირბადეებზე მოთხოვნა იქნება. და ეს იქნება ჩვენი შენატანი ამ საქმეში“, - განაცხადა Georgian Products-ის დირექტორმა.

კითხვაზე - რატომ გადაწყვიტეს დასაქმებულების ნაწილის პირბადეების კერვაზე გადართვა, იმის მიუხედავად რომ მათი ძირითადი საქმიანობა არ შემცირებულა, დავით ბარდაველიძე ამბობს:

„ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ზოგჯერ საზოგადო საქმე პირად საქმეზე წინ უნდა დააყენო, მეტი არაფერი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები