რუსეთის კომუნისტური პარტია სახინკლეებისთვის საპელმენეს დარქმევის ინიციატივით გამოვიდა. პარტიის წევრებმა "როსპოტრებნადზორს" შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართეს.
რუსული გამოცემების ცნობით, პარტიის თავმჯდომარის, იაროსლავ სიდოროვის განცხადებით, ინიციატივა საქართველოში შექმნილი "რუსოფობიური ისტერიის" ადეკვატური პასუხი იქნება.
"დროა, დავივიწყოთ ეს ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასთან კავშირშია. ჩვენს საზოგადოებაში, ბოლო წლებში საქართველოსთან დაკავშირებით ლიბერალური დამოკიდებულება იყო, თუმცა ისინი სახეში გვაფურთხებენ და ჩვენ მას ვიწმენდთ"-დასძინა პარტიის თავმდჯომარემ.
ამას გარდა, კომუნისტური პარტიის თავმდჯომარე ითხოვს, ცვლილებები სახაჭაპურეებსაც შეეხოს და მას "პიშკა" კექსი ეწოდოს.

























