მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახლები ყველას აქვს, ამაში დანაშაული არაფერია"

5bcf6cf7cc714
BM.GE
23.10.18 22:43
1049
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მაღალჩინოსნების სახლების ვიდეოკადრების ჩვენება ტელევიზიების მიერ მოსახლეობის "მუდმივ სტრესსა და სიცრუეში" ყოფნას იწვევს. ივანიშვილის თქმით, ის განმარტება რაც დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა გააკეთეს, მისთვის სრულიად ამომწურავია. 

"საზოგადოება მუდმივ სტრესებსა და სიცრუეში არ უნდა ამყოფოთ. კეთილი ინდებეთ ჟურნალისტებმა და ობიექტური მასალები მოიტანეთ. დააზუსტეთ რას გადასცემთ ტელევიზიით და ის მოახსენეთ ტელემაყურებელს. რაც კეთდება რუსთავი 2-ზე და ძალიან ხშირად თქვენთანაც, აკლია არგუმენტები, აკლია ობიექტურობა. ამდენი ბინა გამოიტანეს და იმ ბინებიდან მათი აზრით ამოირჩიეს ყველაზე მაგარი. იქიდან ამოირჩიეს ყველაზე მაგარი სესიაშვილის. სამსართულიანი ბინა და ისიც მხოლოდ ხელფასით მოახერხა. არცერთს არ შეკითხვიხართ რით ააშენა ბინა. არცერთი არ ჩართეთ. სახლები ყველას აქვს, ამაში დანაშაული არაფერია. ისევე როგორც სესიაშვილმა, იზორიამაც გასწა ამომწურავი პასუხები. ისევე ამომწურავი პასუხები აქვს პრემიერმინისტრს.

სესიაშვილის სახლი არის 310 კვადრატული მეტრო, ნახეთ, რა კარგად ვუყურე გადაცემას? [მიმართავს კვესიტაძეს] ეს სახლი არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული და მინებია ჩასმული, გალესილი, აი, რაც არის. ეს ფასი მეც ძალიან კარგად ვიცი, მაქსიმუმი ფასი არის 120 დოლარი 1კვ.მ და 100 დოლარადაც, როდესაც კომპანიას არ ქირაობ, მაგისი აშენება არ შეიძლება და 100 დოლარი , გამრავლება რომ არ გაგიჭირდეს და მაყურებელმაც კარგად გადათარგმნოს, 310 კვადრატული მეტრო რომ გაამრავლო 100 დოლარზე, არის 31 000 დოლარი.

აუზი საერთოდ კაპიკები დაჯდებოდა, იმიტომ, რომ ჯერ არ არის გაშვებული და არ ფუნქციონირებს ეს აუზი,"- ამბობს ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები