ჰოლივუდური სცენარის ინსპირაციად ქცეული სახლი მსურველის პირად საკუთრებაში 650 000 ფუნტად გადავა.
ზუსტად ასეთია ფასი იმ სახლის, სადაც წლების წინ ნენსი მაიერსის საახალწლო ფილმის - "The Holiday“, ერთ ერთი მთავარი პერსონაჟი აირისი ცხოვრობს და სადაც ამერიკელი ამანდა შვებულების გასატარებლად ორი კვირით მიემგზავრება.
ამანდას ინგლისური და აირისის ამერიკული არდადეგები კინოეკრანებზე 2006 წელს გამოჩნდა, თუმცა არც მაშინ და არც ახლა სინამდვილეში Rosehill ანუ ადგილი სადაც ცნობილი ინგლისური სახლი დგას არ არსებობს.
მდელოზე საგანგებოდ ფილმისთვის აიგო ექსტერიერი.
ნამდვილი კოტეჯი, რომელიც ფილმისთვის ინსპირაცია გახდა 3 საძინებლით, ცოტათი უფრო დიდია ვიდრე ეკრანებზე მოხვედრილ კადრებში მისი პროტოტიპი ჩანს.
როგორც ბრიტანული გამოცემა houseandgarden.co.uk მიუთითებს, ამ სახლის განსაკუთრებულ მახასიათებლებშია ხის სხივები ჭერზე, მყუდრო ოთახები და აღმაფრთოვანებელი სამზარეულო.