გასულ წელს, რუსთაველის მეტროს ტერიტორიაზე გახსნილმა საყავემ, „რუსთაველის“ დროებით ფუნქციონირება შეაჩერა. ამის შესახებ ობიექტის დამფუძნებელმა, მარიამ დათუკიშვილმა BM.GE-ის განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ბრენდი კვლავ არსებობს, თუმცა კომპანიას ადგილმდებარეობის შეცვლა გარკვეული მიზეზების გამო მოუწია. ის მიზეზებს ამ დროისთვის არ ასახელებს.
„ამ ეტაპზე, ახალი ობიექტის მოძიების პროცესში ვართ, თუმცა ბრენდი კვლავ არსებობს და როგორც კი ახალ ობიექტს ვიპოვით, „რუსთაველის“ კვლავ განაგრძობს მუშაობას. ჩვენ სავაჭრო ნიშანიც კი მოვიპოვეთ, რომელიც 1 თვეში მზად იქნება.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსთაველის მიმდებარედ ქუჩის რენოვაცია უნდა დაიწყოს, ისეთ ადგილს ვეძებთ, რომ ადგილის შეცვლა კვლავ არ მოგვიწიოს. გვინდა, რომ ჩვენი ობიექტი კვლავ ქალაქის ცენტრში განთავსდეს. ამ ეტაპზე, ძიების პროცესში ვართ, თუმცა ფართის იჯარით ასაღები ფასები ძალიან არის გაზრდილი“,- აცხადებს დათუკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საყავე „რუსთაველის“ ადგილას, ამჟამად ჩინური კომპანია Coco’s Buble Tea ოპერირებს.