მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საყდრისის კომიტეტის წევრი: "არემჯიმ" სრულად აიღო თავის თავზე გარემოზე ზრუნვის ვალდებულება

5c813daea25dd
BM.GE
07.03.19 19:46
676
საყდრისის კომიტეტი, გარემოს დაცვის მიმართულებით, სამთო-მომპოვებელი კომპანიის, RMG-ის საქმიანობას აფასებს.

კომიტეტის ერთ-ერთი წევრმა, ნინო ბურჭულაძემ, ხუთშაბათს, “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 1 წლის წინ კომპანია გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებას თავს არიდებდა. თუმცა დღეს, როგორც ნინო ბურჭულაძე ამბობს, “არემჯიმ” სრულად აიღო თავის თავზე გარემოზე ზრუნვის ვალდებულება. დაისახა გეგმა, რომელსაც წარმატებით ასრულებს.

ბურჭულაძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ კომპანიას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ესტუმრნენ და აღმოაჩინეს, რომ ადგილეზე არსებული ხევი, სადაც დაბუნძურებული წყალი ჩაედინებოდა, სრულად ამომშრალია და მდინარეში ბინძური წყალი აღარ ჩაედინება.

“ინსპექტირების ის დასკვნა , რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ დადო, იყო ძალიან მძიმე და იქ იყო კარგად გაწერილი რომ კომპანიას არცერთი ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული. შეიძლება RMG-ის ჰქონდა გარკვეული გარემოს დაცვითი გეგმა, მაგრამ მოტივატორი გახდა ჩვენი აქტივობა. 4-წლიანი ბრძოლის შემდეგ კომპანიამ აღიარა, რომ ჰქონდა გარკვეული დარღვევები. გარდა ამისა, პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ჩვენივე მოთხოვნით.

ჩვენი დასკვნის შედეგად მოხდა ის , რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ მიმართა გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს რომ შეეჩერებინათ არემჯისთვის ყველა ახალი პროექტი, სანამ ისინი დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ. ამის შემდეგ არემჯიმ დაიწყო არნახული სამუშაოები. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში ფეხდაფეხ მივყვებოდით კომპანიის საქმიანობას, მაგრამ ის, რაც ახლა საწარმოში ხდება, არის არნახული... მაგალითად არის თუ არა მტვერი, არის თუ არა მორწყული ტრასა ამის დანახვა სამუშაო ტერიტორიაზე შეუსვლელადაც შესაძლებელი, თუმცა შესვლითაც ვახერხებთ ხოლმე. ადგილზე იყო ხევი, საიდანაც ეს დაბინძურებული წყალი პირდაპირ ჩაედინებოდა მდინარეში. ეს ხევი პირველად ვნახეთ მშრალი, ერთი წვეთი დაბინძურებული წყალი ვერ ვნახეთ. არადა ჩვენ ისეთი ჩასაფრებულები ვართ, რომ მტვერი რომ იყოს მაგიდაზე, იმაზეც შეიძლება მოვედავოთ”- აცხადებს საყდრისის კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები