მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საყოფაცხოვრებო ნარჩენების მორფოლოგიის კვლევა/ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”-ს პროექტი

პროექტი, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება და ნარჩენების მართვის ახალ სტანდარტს უდებს საფუძველს. კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია, პირველი კომპანია გახლავთ, პიონერი, რომელიც ნარჩენების მართვის კონკრეტულ აღწერილობას თბილისის მაგალითზე განახორციელებს. რაც ნიშნავს, რომ კოკა-კოლა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მორფოლოგიას შეისწავლის. ეს გახლავთ პროექტი, რომლის მიზანია საკანონმდებლო ბაზის და საგადასახადო სისტემის შეფასება, ასევე შეგროვებისა და გადამუშავების სისტემების შეფასება. ახალი პროექტი სრულ თანხვედრაშია ევროპის მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების სტანდარტთან. მასშტაბური პროექტი 10 თვიანია და ის გერმანელ სპეციალისტებთან თანამშრომლობითა და რეკომენდაციებით მომზადდა.

სტუმრები: ლუდვიგ ანდრეას სტრეფი - პროფესორი , მყარი ნარჩენების მართვის უფროსი ექსპერტი; გივი კალანდაძე - კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" - გარემოსდაცვითი მმართველი; ააიპ " ჯორჯია პლასის" თავმჯდომარე

სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფს NG GEORGIA

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები