საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორის შემოსავლები ბოლო 3 წელია ერთ ნიშნულზეა, რაც შემცირებული ფასებითაა გამოწვეული, თუმცა 2026 წელს ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კერძოდ, როგორც მიმოხილვაშია ნათქვამი, 2025 წელს სექტორის შემოსავლებმა 718 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 22 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივი წარმოებაა, ხოლო 696 მლნ აშშ დოლარი იმპორტი.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის საიმპორტო ქვეყნებს შორის ჩინეთი ლიდერობს 44.3%-ით, მას მოჰყვება თურქეთი - 21.3%-ით, იტალია - 6.4%-ით, გერმანია - 3.5%-ით, უკრაინა - 2.5%-ით, ხოლო 21.9% - სხვა ქვეყნებზე მოდის.
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკის სახეობებს, იმპორტის 24.5% გათბობა და გაგრილების სისტემებზე მოდის, 16% - მაცივარზე, 11.4% - ტელევიზორზე, 8.6% - სარეცხი მანქანაზე, 8.2% - ღუმელზე და 31.4% - სხვა დანარჩენ ტექნიკაზე.
Galt & Taggart-ის მიმოხილვაში ავეჯის და განათების სექტორის შემოსავლებიცაა ნახსენები, რომლის მიხედვითაც 519 მლნ აშშ დოლარი იყო 2025 წელს შემოსავლები, მათ შორის 111 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივ წარმოებაზეა დამოკიდებული, 408 მლნ აშშ დოლარი - იმპორტზე. მთავარ საიმპორტო ქვეყუანას თურქეთი (30.3%) და ჩინეთი (29.5%) წარმოადგენს.
Galt & Taggart-ის მიხედვით, ბოლო წლებში ფასები ავეჯისა და განათების პროდუქტზეც მცირდებოდა, რაც სექტორის შემოსავლების დინამიკაზეც აისახა.




























