"მიდეას" მარკეტინგის დირექტორი გიორგი დიდიძე ამბობს, რომ თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნა მზარდია. როგორც მან BMG-ის სამშენებლო და სარემონტო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე განუცხადა, კომპანიის გაყიდვები იზრდება და სწორედ ამ განვითარების ნაწილია ის, რომ "მიდეა" გამოფენის ერთ-ერთი მონაწილეა.
“საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარი და მათ შორის "მიდეას" გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენც ყოველწიურად ასორტიმენტს ვზრდით. ამ განვითარების ნაწილია ის, რომ ჩვენ პირველად ვართ Caucasus Build-ის გამოფენაზე წარმოდგენილები“,- აღნიშნა გიორგი დიდიძემ.
მისივე თქმით, „მიდეა“, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, გამოფენაზე გათბობა-გაგრილების სისტემებითაა წარმოდგენილი.
„გვაქვს უნიკალური პროდუქტები, რომლებიც გვინდა ხალხს გავაცნოთ. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ მონაწილეობა. მომხმარებელს შეუძლია მობრძანდეს, დაათვალიეროს ჩვენი ტექნიკა და გაიაროს კონსულტაცია“,- ამბობს "მიდეას" მარკეტინგის დირექტორი.
"ექსპო ჯორჯიამ" უძრავი ქონების კვირეულს უმასპინძლა. სამშენებლო მასალების და უძრავი ქონების 3-დღიან გამოფენაზე სტუმრებს 40 სხვადასხვა ქვეყნიდან 220-მდე კომპანია და მათი შეთავაზებები დახვდათ.