მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საყოველთაო დაზღვევის წესში ცვლილებებია

5ad4272e7a42f
მეგი კავთუაშვილი
16.04.18 09:10
1241
ტრანზიტით ან ტურისტული მიზნით საქართველოში შემოსული არაქართული ნომრების მქონე ავტომობილების მიერ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობისთის მიყენებულ ზიანს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს. ზიანი 1 მარტიდან ამოქმედებული სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურდება და მას სადაზღვევო კომპანია დაფარავს. აღნიშნული ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. ცვლილებების თანახმად, სადაზღვევო კომპანიებიდან მოხდება იმ თანხების ამოღებაც, რაც 1 მარტიდან ამ დრომდე სახელმწიფომ გაწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები