მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება

58beaf3c70f76
ელენე გოგბერაშვილი
07.03.17 16:58
1558
საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, პროგრამის პირველი დიფერენცირება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე გავრცელდება. რაც შეეხება სხვა ჯგუფების მიმართ დიფერენცირებულ მიდგომას და ახალი კომპონენტების გაჩენას, ჯანდაცვის სამინიტრო დეტალების გასაჯაროებას ამ კვირაში გეგმავს. სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში სავარაუდოდ აპრილის მეორე კვირიდან შევა.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სიების ანალიზმა აჩვენა, რომ შემოსავლების მიხედვით პირველი კატეგორია, რომელთაც 40 ათას ლარზე მეტი ჰქონდათ წელიწადში შემოსავალი, ისინი იხდიან ქონების გადასახადს, ასეთია 32 ათასი ადამიანი. მათგან 20 ათასი სარგებლობდა კერძო დაზღვევით, 10 ათას ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყოველთაო პროგრამით. პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე. რაც შეეხება დანარჩენ დიფერენცირებებს და ახალი კომპონენტების გაჩენას, ამ კვირაში გვექნება საინფორმაციო კამპანია", - განმარტავს დავით სერგეენკო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები