მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საყოველთაო ჯანდაცვა უძირო ქვევრად იქცა"

5bb390aadbb41
თამუნა დემეტრაშვილი
03.10.18 10:10
644
"საყოველთაო ჯანდაცვა უძირო ქვევრად იქცა", - ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე, 2019 წლის ბიუჯეტს, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, კიდევ 50 მილიონით გაიზრდება და 754 მილიონი ლარი გახდება.

"ტენდენცია გრძელდება, რამდენიც აკლდება, იმდენს უმატებენ, ეს კი ნიშნავს, რომ გათვლები ისევ არ კეთდება და არც შეცდომებზე სწავლობენ“, - განაცხადა ჩიხლაძემ bm.ge-სთან საუბრისას.

მისი შეფასებით, რაც არ უნდა გაზარდონ დაფინანსება, პროგრამა ხარჯთეფექტური ვერ გახდება.

"პრობლემა ისაა, რომ რის გამოც ხარჯი გარბის, იმ მიზეზებს არ ებრძვიან“, - აღნიშნა ჩიხლაძემ. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის სეგმენტის რეფორმირება, რათა დაავადებები ადრეულ სტადიაზე გამოვლიდეს, რაც ძვირადღირებული სამედიცინო ჩარევებზე მოსახლეობის მიმართვიანობას შეამცირებს, გაძლიერდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რგოლი და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში მივიდნენ კომპეტენტური კადრები, რომლებიც სწორ მენეჯმენტს განახორციელებენ. ჩიხლაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული სისტემის დანერგვა, რომლითაც პროგრამის სრულყოფილი მონიტორინგი მოხერხდება.

"თუ ეს ყველაფერი არ გაიმართა, მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვერ იმუშავებს, ამ ყველაფერს კომპლექსური ხედვა სჭირდება, რაც არ გააჩნიათ ჯანდაცვის სამინისტროში", - აღნიშნა ჩიხლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები