მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობა დამოკიდებულია ადამიანების შემოსავლებზე, - ცვლილებების პრინციპი არის სწორი"

58d3cc1a7e2b7
სალომე მეცხვარიშვილი
23.03.17 17:30
1261
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი კოტე სულამანიძე საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს. როგორც სულამანიძე აცხადებს, ცვლილებების პრინციპი არის სწორი, რამდენადაც, საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობა დამოკიდებულია ადამიანების შემოსავლებზე.

"სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ნაკლებშემოსავლიან ხალხს უფრო მეტი დაზღვევა და მეტი მომსახურება ჰქონდეს, ხოლო მეტი შემოსავლის მქონე ადამიანები წავიდნენ კერძო დაზღვევის მიმართულებით. ძალიან სწორია ეს სადაზღვევო ბიზნესისთვის, რადგანაც ბიზნესი ფოკუსირებულია სწორედ მაღალი შემოსავლის მქონე ხალხზე",- აცხადებს სულამანიძე.

მისივე თქმით, შესაძლებელია მოხდეს სადაზღვევო პაკეტების გაძვირება, თუმცა, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სუბსიდიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები