ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეებისთვის თანაგადახდის მექანიზმი შემოაქვს, თუმცა პროცესში კერძო სადაზღვევო პაკეტების დაშენების შესაძლებლობა ჯერ ისევ არ ჩანს. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინიციატივა კარგია თუმცა არსებობს რისკები, რომ თუ სქემაში კერძო სადაზღვევო სექტორი არ ჩაერთო, ჯიბიდან გადახდები ისევ გაიზარდოს. რამდენად აუცილებელია თანაგადახდის მექანიზმის ამოქმედების პარალელურად სისტემაში ე.წ დაშენებული კერძო სადაზღვევო პაკეტების დაშვება მოხდეს