მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს - NDI

ფსიქოლოგი

გამოკითხულთა 90%-ის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) კვლევა მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაატარა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 3% მიიჩნევს, რომ მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია არ არის, 6%-ს კი ამ საკითხზე პასუხი არ აქვს.

ამასთან, თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდებათ.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს უფიქრია ერთხელ მაინც, რომ ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიმართვა სჭირდება. იმ 12%-დან, ვისაც ბოლო ერთ წელში უფიქრია სპეციალისტისთვის მიემართა, ნახევარი ასეც მოიქცა. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს მიუმართავს მენტალური პრობლემის დროს სპეციალისტისთვის, გამოკითხულთა 83%-ს მიაჩნია, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ იგივე გამოკითხვით, ჯანდაცვის 12 პრობლემას შორის მენტალურ ჯანმრთელობასთან კავშირში მყოფი ვერც ერთი სერვისი და მომსახურება ვერ მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები