საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში პაციენტის თანაგადახდის შესაძლებლობა ფართოვდება. დღეიდან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის, მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, ერთჯერადად, უარის თქმა და სერვისის ღირებულების სრულად დაფარვა აღარ მოუწევთ. როგორც ექიმების ნაწილი ამბობს, ამის გაკეთება პაციენტებს იმიტომ უწევდათ, რომ სახელმწიფო მაღალი ხარისხის სახარჯ მასალას არ აფინანსებდა და პაციენტს კი საკუთარი ჯიბიდან თანხის დამატების უფლება შეზღუდული ჰქონდა.